- პალმ დ’აელდერსი ეტა
- საფრანგეთის რევოლუციის უმნიშვნელოვანესი მონაწილე დანიელი ემიგრანტი საზოგადოებრივ ასპარეზზე 1790-იან წლებში გამოჩნდა. იგი ქალთა პოლიტკურ კლუბში მოღვაწეობდა. 1790 წელს შეიქმნა სიმართლის მეგობართა კონფედერაცია „Le Confederation des Amis la vérité“. ამ პოლიკურ გაერთიანებას, გარდა ზოგადი მიმართულებისა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას ითვალისწინებდა (ქალთა განათლება, ქალების მხრიდან გაყრის ინიცირების უფლება), ჰქონდა სპეციალური განყოფილება/სექცია, რომელსაც პალმი მეთაურობდა. პალმის განცხადებით, ქალთა სექცია მიზნად ისახავდა ქალების უფლებების დაცვას და სასურველ რეფორმათა შორის იყო მშობლების გარდაცვალების შემდეგ მათი საკუთრების უფროსი ვაჟებისათვის გადაცემის გაუქმება, ცოლების დაცვა ქმრების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან, ქალებისათვის ხელსაყრელი გაყრის კანონი და სქესთა შორის პოლიტიკური თანასწორობა. პალმმა გადაწყვიტა, რომ უბრალოდ ქალების სექცია არ იყო საკმარისი მისი ამოცანების შესასრულებლად და 1971 წელს, მას შემდეგ რაც წარმოთქვა სიტყვა ყველა ქალის შესაძლებლობაზე რევოლუციის შედეგების გაღრმავებისა საკუთარ ოჯახებში, მან დაარსა ქალთა კლუბი „lez ami de verite“ (სიმართლის მეგობრები „Les Amies de la vérité“). კლუბში წევრობისათვის გადასახადი ხელმისაწვდომი მხოლოდ მაღალი ფენის ქალბატონებისთვის იყო. კლუბს ჰქონდა როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური მანდატე, ქალები დიდ დროსა და სახსრებს ხარჯავდნენ ღარიბთა დახმარებისთვის.Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
Georgian encyclopedia. 2013.